რუსთავში, რუსთაველის ქუჩის 22 ნომერი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებულ ტოიოტას მარკის ავტომობილს სარკე მოპარეს.
ქურდობის ფაქტი დღის პირველ ნახევარში მოხდა. ინფო რუსთავის ინფორმაციით, ავტომობილის მფლობელმა შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
ფაქტზე გამოძიება შსს-მ უკვე დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ წვრილმანი ქურდობის ფაქტები რუსთავში გახშირდა. მსგავსი შემთხვევები ბოლო პერიოდში ქალაქის სხვადასხვა უბანში დაფიქსირდა.