რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები პარკში ბალახს ბენზოცელის საშუალებით თიბავენ.
პირველ ეტაპზე ბალახისგან ფეხით სავალი ბილიკების მიმდებარე ტერიტორია გასუფთავდა. როგორც რუსთავსერვის ცენტრის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გოროზია აცხადებს, უახლოეს დღეებში რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი ბალხისგან მთლიანად გასუფთავდება.
ინფო რუსთავის ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში მოხდება არსებული ხეების გასხვლა, ბუჩქებისა და მცენარეების დეკორატიული ფორმირება და მწვანე საფარის განახლება.
შეგახსენებთ,რომ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანებული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი რუსთავის მერიის სამსახური რუსთავსერვის ცენტრია.