დასუფთავების აქცია [photo]

2018-04-22 15:30:08

დედამიწის დღესთან დაკავშირებით 22 აპრილს „Growing Leaaders, Growing Change-Green City Youth” მონაწილეებმა EVS-ის მოხალისეებთან ერთად რუსთაველის ქუჩის მიმდებარე სკვერში დასუფთავების აქცია გამართეს. ქალაქის მოვლასა და დასუფთავებაში ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.

დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 175 ქვეყნის 17 000-მდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას ახორციელებენ.