რუსთავის საკალათბურთო დარბაზში სუპერლიგის მორიგი შეხვედრა გაიმართა, "რუსთავმა" "სოხუმს" უმასპინძლა. რუსთაველები პირველივე მეოთხედში დიდი ანგარიშით დაწინაურდნენ, თამაშის მიმდინარეობის დროს "რუსთავი" აშკარა უპირატესობას ფლობდა. საბოლოო ანგარიში კი ტაბლოზე 108:73 დაფიქსირდა.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ გოგობერიშვილმა კლუბის ახალგაზრდა კალათბურთელებს მისცა საშუალება რომ თავი გამოეჩინათ. მომდევნო შეხვედრებს "რუსთავი" საკუტარ მოედანზე გამართავს.