არასამთავრობოს შეფასება ტურიზმის სფეროში

2018-04-21 18:03:27

რუსთავის საერთაშორისო სკაუტურ ცენტრში ქვემო ქართლის რეგიონის ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი აქტივობების შეფასების კვლევის პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, რეგიონისთვის გამოწვევას წარმოადგენს ტურიზმის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ქვემო ქართლის რეგიონში  აღინიშნება განთავსების ობიექტების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოს მასშტაბით: 16 ობიექტი, 235 ოთახით.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ქვემო ქართლში არც ერთი სასტუმრო არ გახსნილა, ხოლო 2016 წელს გაიხსნა 1 სასტუმრო 6 ოთახითა და 24 ადგილით, მაშინ, როდესაც სამცხე-ჯავახეთში გაიხსნა 9 სასტუმრო 481 ადგილით 2016 წელს და 6 სასტუმრო 545 ადგილით 2017 წელს. ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში საოჯახო ტიპის სასტუმროებმა ჯერჯერობით სათანადო განვითარება ვერ ჰპოვა. წალკასა და დმანისში არის საოჯახო ტიპის სასტუმროები, თუმცა მათი რაოდენობა მცირეა.

რაც შეეხება რუსთავს, ანგარიშში რუსთავის მუნიციპალიტეტის ტურიზმის სფეროში აქტივობებზე საუბარი არაა.

კვლევა მიზნად ისახავდა "ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების 2014-2021 წლების სახელმწიფო სტრატეგიაში" ტურისტული ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებული ამოცანების შესრულების შეფასებას. ასევე, "საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით" ტურიზმის განვითარების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად განხორციელებული აქტივობებისა და არსებული გამოწვევების შეფასებას.

პროექტი "ადვოკატირება ქვემო ქართლის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად" ფარგლებში განხორციელდა. პროექტის განმახორციელებელია ააიპ "ქვემო ქართლის ერთნოშორისი კავშირი", ხოლო პარტნიორია "სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი"