დასუფთავების აქცია [photo]

2018-04-21 15:32:46

რუსთავის მერიის ერთერთი ყველაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია გარემოსდაცვითი კამპანიის დედამიწის დღის აღსანიშნავად.

თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მოხალისეებმა  მე-7 და მე-8 მიკრორაიონების ტერიტორია დაასუფთავეს და ტერიტორიიდან სამშენებლო და საყოფაცხოვრებლო ნარჩენები გაიტანეს. მანამდე კი თვითნებურად შემოღობილი ნაკვეთებიდან, უკანონოდ განთავსებული კონსტრუქციები აიღეს.

დასუფთავების აქცია რუსთავში, წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე მოეწყო.

პროცესში ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი პირები უშუალოდ იყვნენ ჩართულები.

დედამიწის დღესთან დაკავშირებით,  დასუფთავების აქციის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო მერიის ზედამხვედველობისა და რუსთავსერვის ცენტრის სამსახურმა.

კამპანიის მიზანია სუფთა და ჯანმრთელი საცხოვრებელი გარემოს შექმნა და მოსახლეობის გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა.