ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა

2018-04-01 14:35:47

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, რა სიახლეები ელით მოსწავლეებს სექტებრიდან სკოლებში.

ახალი სასწავლო წლდან ერთერთი სიახლე იქნება ის, რომ დაწყებით საფეხურზე გაკვეთილის ხანგრძლივობა 5 წუთით შემცირდა. ასევე, ახალი გეგმის მიხედვით, მოსწავლეები პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით, ე.წ. ნიშნებით აღარ შეფასდებიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ქართული ენის გაკვეთილებისთვის ცალკე საათები გამოიყოფა.
ახალი საათობრივი ბადის მიხედვით, ქართულ ენასა და ლიტერატურას ყველაზე მეტი საათი აქვს დათმობილი. ანუ ეს საგანი კვირაში ხუთჯერ არის ჩასმული. უწყების ცნობით, სკოლებს უფლება აქვთ, თვითონ გადაწყვიტონ, აქედან რამდენ საათს დაუთმობენ გრამატიკას და რამდენ საათს ლიტერატურას.

ახალი სასწავლო წლიდან უცხო ენის (ინგლისურის) სწავლება პირველი კლასიდან დაიწყება. ინგლისურის ენის შესწავლა, ზეპირი მეტყველებით, თამაშით მოხდება.

დაწყებით საფეხურზე  ფიზიკურ აღზრდას და სახელოვნებო საგნებს საათები არ მოაკლდება. სკოლებს ამ საგნებში საათების შემცირების უფლება არ ექნებათ.