ქურდობის ფაქტი რუსთავში [photo]

2018-04-18 23:38:53

რუსთავში, კოსტავას გამზირზე "ნოვა ტექნოლოჯის" სწრაფი ჩარიცხვის აპარატები გატეხეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, დაზიანებულია 5 ჩასარიცხი ტერმინალის სეიფი, საიდანაც წაღებულია გარკვეული ოდენობის თანხა. ამ ეტაპზე უცნობია თანხის ზუსტი ოდენობა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. როგორც კოსტავას გამზირზე მდებარე მაღაზიის გამყიდველები პირად საუბრებში აცხადებენ, ფაქტის შესახებ მაშინ შეიტყვეს როდესაც სამსახურში მივიდნენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.

შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება სსკ 177 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს".

მომხდარზე ამ დროისთვის არავინ დაუკავებიათ.