2018-04-18 18:40:12
რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე საავტომობილო საცობია. თბილისიდან რუსთავისკენ მომავალ მგზავრებს დაახლოებით 30 წუთი უწევთ საცობში ყოფნა. შეზღუდვა ქვემო ფონიჭალიდან რუსთავის მონაკვეთზეა. არსებული ინფორმაციით საავტომობილო საცობი ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია.