რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის დიდ დარბაზში თოჯინების თეატრის სპექტაკლი "საქართველო"გაიმართა.
სპექტაკლი „საქართველო“ ვირისა და მისი მეგობრის თვალით დანახული საქართველოს შესახებ, მის ისტორიაზე, ბუნებასა და ტრადიციებზე გვიამბობს.
სპექტაკლის ინსცენირების ავტორი, სცენოგრაფი და რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილია.
რუსთავში გამართულ სპექტაკლს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.