რა ღირს ალუჩა რუსთავში

2018-04-18 18:04:07

სავაჭრო ობიეტების დახლებზეე უკვე გამოჩნდა ალუჩა.
"ინფო რუსთავი" შეეცადა გაერკვია, რა ღირს რამდენიმე დასახელების ხილი როგორც ბაზარში, ასევე სუპერმარკეტში.

1 კგ ალუჩის ფასი რუსთავის ე.წ სტამბოლის ბაზარზე 2 ლარიდან იწყება და ზომის მიხედვით 5 ლარამდე აღწევს.
1 კგ ვაშლატამა 4 ლარი ღირს, 1 კგ მარწყვის შეძენა კი 5 ლარადაა შესაძლებელი.

რაც შეეხება სუპერმარკეტებს, რუსთავის სუპერმარკეტებში 1კგ მარწყვი 6.90 ლარი ღირს, ატამი, ალუჩა და კიდევ რამდენიმე დასახელების ხილი კი სუპერმარკეტების უმრავლესობაში ჯერჯერობით არ იყიდება.