რამდენიმე ქუჩას ელ. ენერგია შეეზღუდება
2018-04-16 22:37:35

კომპანია "ენერგო პრო" განცხადებას ავრცელებს - "ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 აპრილს 13:00-დან 14:00 საათამდე რუსთავში: თბილისის, ყაზბეგის, მეგობრობის, გორის, იალღუჯის და მიმდებარე ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.