ხანძარი თბილისში

2018-04-16 01:01:15

ხანძარი, თბილისში თევდორე მღვდლის ქუჩაზე. ცეცხლი სავაჭრო ობიექტის საწყობებს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია 11 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი. პირველადი ინფორმაციით დამწვარია 600 კვ.მ ფართობი. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ რომ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.