ქვემო ქართლის პირველობა გარბენში
2018-04-15 14:24:57

ქვემო ქართლის პირველობაზე გარბენში გოგონებს შორის რუსთავის გუნდმა გაიმარჯვა, ვაჟებში კი გამარჯვება წალკის გუნდმა მოიპოვა. გარბენი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში რუსთავის ფოლადის სტადიონზე გაიმართა.

ქვემო ქართლის პირველობაზე გოგონებში და ვაჟებში ერთმანეთს  7-7 გუნდი დაუპირისპირდა.

რეგიონებში გამარჯვებული გუნდები დასკვნით ეტაპზე მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც მაისის თვეში თბილისში გაიმართება, სადაც საქართველოს ჩემპიონები გამოვლინდებიან. ყოველ 2 წელიწადში ერთხელ საქართველოს ჩემპიონები მსოფლიოს სასკოლო სპორტულ  ოლიმპიადაზე იღებენ მონაწილეობას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში იმართება.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა საქართველოს მასშტაბით უკვე 4 წელია მიმდინარეობს. პროექტში აქტიურად არის ჩართული რუსთავის როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლები.

სპორტული აქტივობა ქალაქში რუსთავის მერიის ორგანიზებით ტარდება.