სენაკის მუნიციპალიტეტში ახალშობილის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ჩვილის ცხედარი ადგილობრივებმა სანაგვე ურნაში ნახეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განძრახ მკვლელობას გულისხმობს.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას imedinews ავრცელებს.