საზარელი მკვლელობა

2018-04-13 19:16:22

საზარელი მკვლელობა დედაქალაქში. თბილისში, ბარნოვის 77 ნომერში  22 წლის გოგო ყელის არეში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯერ ჯერობით დაუდგენელმა პირმა გოგონას ყელი საკუთარი შვილების თანდასწრებით გამოჭრა, გარდაცვლილს 2 შვილი ჰყავს.

თვითმხილველების განცხადებით, მათ დაინახეს როგორ გადმოხტა მამაკაცი ფანჯრიდან და გაიქცა. 22 წლის გოგო ბარნოვის ქუჩაზე დის ბინაში იმყოფებოდა, რომელიც ნაქირვები იყო. გარდაცვლილის მშობელი და ნათესავები დაკითხვაზე არიან გადაყვანილები.

წყარო:რუსთავი 2