"რას ქვია მკვდარი ნაყოფით შემოვიდა ქალბატონი?"

2018-04-12 23:21:55

გუშინ "ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ (სადაც ვიტყობინებოდით რუსთავის სამშობიაროში მომხდარ ფაქტზე), პაციენტის ოჯახის წევრი შეგვეხმიანა და გვთხოვა გაგვევრცელებიანა სამშობიაროს დირექტორის, საშა ბარავკოვის საპასუხო კომენტარი. წერილს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ: "ძალიან ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ვუპასუხო საშა ბარავკოვს, რას ქვია მკვდარი ნაყოფით შემოვიდა ქალბატონი?? ან ის რა არის რომ დედა თავს კარგად გრძნბს ?? მინდა გიპასუხოთ რომ დედას რომელსაც შვილი აღარ ყავს და ოთახად მოკეცილი ხმას ვერ  იღებს ისე  ტირის ცუდად არის და საშინელი სტრესი აქვს როგორ უნდა იყოს  კარგად, და რომ იძახით მკვდარი ნაყოფით შემოვიდა ქალიო, თქვენთან არ იყო ეს ქალი აღრიცხვაზე თქვენ არ ხართ ყველაფერზე პასუხისმგებელი, როცა მშობიარემ იკითხა ხუთი დღით ადრე რომ ექოსკოპიური კვლევა  გაეკეთებინა თუ არა თქვენმა ექიმმა არ უპასუხა რომ არაფერში ჭირდებოდა მას ეს ექოს პასუხი და თვითონ თუ რამეში გამოიყენებდნენ გაეკეთებინათ, მან  ხო მოუსმინა ბავშვის გულის ცემას და ანალიზები გაუკეთა, რატომ ვერ გაიგეს ბავშვს რა უჭირდა, მაშინ მე გკითხავთ რატომ ?? რატომ არ აგებთ პასუხს ამ ყველაფერზე ?? ჭიპლარის ნასკვი იყოვო ასე განგვიცხადეთ და გვაჩვენეთ კიდეც  რატომ არ ნახეთ მანამდე რატომ წაგვართვით პატარა ანგელოზი რომელსაც ცხრა თვე ელოდა ბედნიერი დედა და მამა, დედამ რომელსაც პირველი სიხარული უნდა ეგრძნო და შვილი ჩაეხუტებინა მთელი ცხვრება ფიქრით, სტრესით და დარდით უნდა იცხოვროს, რატომ ? რატომ გაამწარეთ ის დედა რომელსაც თქვენ უწოდებთ რომ კარგად არის?? იყავით მის პალატაში და ნახეთ ის როგორ არის?? მოიკითხეთ?? რამდენი ადამიანი უნდა გაამწაროთ ასე ..იმ გამწარებულმა დედამ თქვა უარი ბავშვის ექპერტიზაზე ადით ყველა სათითაოდ მის პალატაში და მადლობა გადაუხადეთ მას თორე ყველა აგებდით პასუხს ამაზე .... უფლის გეშინოდეთ!!!"