რუსთავში ლეონიძის ქუჩაზე სადღეღამისო ლომბარდს თავს დაესხნენ. ლომბარდის მეპატრონე აცხადებს რომ - "ობიექტზე ღამის საათებში ბიჭები შეიჭრნენ და ვითომდა მობილური ტელეფონის ჩაბარების მიზნით პერიმეტრის შიგნით შეღწევა სცადეს. პირებს სურდათ თანამშრომლის მდგომარეობიდან გამოყვანა რათა მას კარი გაეღო და გარეთ გამოსულიყო." აღმოჩნდა რომ ბიჭები რომლებიც ლომბარდში შეიჭრნენ არასრულწლოვნები არიან, კადრში ჩანს რომ ერთერთს ხელში სამზარეულოს დანა უჭირავს. ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია და დამნაშავეების დაკავება დროულად მოხერხდა. "ინფო რუსთავმა" მოიპოვა სათვალთვალო კამერით გადაღებული სრული ვიდეო, ნახეთ რა ხდებოდა შენობაში.
შსს-ში აცხადებენ რომ - "ფაქტზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის მუხლით 187 მუხლით დაიწყო რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს, ხოლო შემდეგ გადაკვალიფიცირდა და გამოძიება 239 მუხლით მიმდინარეობს რაც ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულია 2 პირი."