რუსთავის მუზეუმში 8 წლის, გიორგი გველესიანის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. საგამოფენო სივრცეში 67 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, ძირიათადად ეს არის აბსტრაქცია და ასევე პოპ არტი. გიორგი პატარაობიდან ხატავს, ბოლო 3 წლის ნამუშევრები კი გაერთიანებული სახით დღეს წარადგინა. გამოფენას ქვემო ქართლი გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე ესწრებოდნენ.