ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები რუსთავის მოსახლეობას შეხვდნენ. ნიკა მელია,პეტრე ცისკარიშვილი, დავით კირკიტაძე და რუსთავის საკრებულოს წევრები ქუჩაში შემხვედრებს საინფორმაციო კამპანიას აცნობდნენ, რომელიც პენსიის 400 ლარამდე გაზრდას გულისხმობს.
დავით კირკიტაძემ „ინფო რუსთავთან“ საუბრისას განაცხადა: „ რა თქმა უნდა, ისე როგორც საქართვლოს ყველა ქალაქში, სოფელსა თუ დაბაში რუსთაველებსაც იგივე პრობლემა აწუხებთ პენსიებთან დაკავშირებით. 180 ლარი ძალიან ცოტაა და პენსიონერების მხრიდან ძალიან დიდია ინტერესი. გარდა პენსიონერებისა აქ გვხდება ხალხი, რომელსაც აწუხებს ამ ქვეყნის ბედი და ბუნებრივია მათაც ვესაუბრებით აღნიშნულ საკითხებზე.“
ნიკა მელიამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მათი მთავარი მიზანი საზოგადოებამდე ნაციონალური მოძრაობის ახალი კონცეფციის მიტანაა, რომელიც პენსიების გაზრდას უკავშირდება, სწორედ ამიტომ ისინი საქართველოს ყველა სოფელსა თუ ქალაქს სტუმრობენ. ნახეთ ვიდეო