რუსთავის მერიის და კომპანია „ჰუმანა ჯორჯიას“-ს წარმომადგენლები ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში 25-მდე ოჯახს ეწვივნენ. მათ ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრებ მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ბავშვთა კვების პროდუქტები, ტკბილეულობა, მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები გადასცეს.
ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ „ინფო რუსთავთან“ საუბრისას განაცხადა:
„ კომპანია „ჰუმანა საქართველო“ აქტიურად თანამშრომლობს რუსთავის მუნიციპალიტეტთან. ამ ეტაპზე 25 მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახს დავეხმარეთ, საერთო ჯამში კი უკვე 70 ოჯახს ვესტუმრეთ. მადლობას ვუხდით კომპანიას რუსთავის და რუსთაველების მიმართ ასეთი მზრუნველობის გამოჩენისთვის.“
კომპანია „ჰუმანა ჯორჯიას“-ს პიარ მენეჯერმა ოჯახებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ კიდევ ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შეძლებს ქალაქის მერიასთან ერთად.
კომპანია „ჰუმანა ჯორჯიას“ და მერიის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია წელს უკვე მეორედ ჩატარდა.