რუსთავში მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. როგორც რუსთავის ერთ-ერთ უძრავი ქონების სააგენტოში ინფო რუსთავს განუცხადეს, ახალი კორპუსების მიმართ ინტერესი ბოლო ორ წელში მნიშვნელოვნადაა გაიზრდილი. უძრავი ქონების ბაზარზე, ქართველი ემიგრანტები აქტიურობენ თუმცა მყიდველები ადგილობრივი მცხოვრებლებიც არიან.
რაც შეეხება ახლად აშენებული ბინების ფასს რუსთავში : როგორც სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, 1 კვ.მ საშუალოდ 1 000 - 1 200 ლარი ღირს.
ინფო რუსთავი ერთ-ერთი გამოცდილი საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენელს ესაუბრა, რომელმაც ერთგვარი რეკომენდაციები გასცა იმ პირებისთვის ვისაც ახლად აშენებულ კორპუსში ბინის შეძენა სურს
ბინის შეძენის დროს გასათვალისწინებელია:
* მშენებლობის ხარისხი
* შენობის თბოიზოლაცია
* უსაფრთხოების ნორმები დღევანდელი კანონმდებლობის შესაბამისობაში
* სეისმურობა
* გამწვანება და შიდა ეზო
* მოწესრიგებული სუფთა სადარბაზო და ლიფტი
საპროექტო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულს წინა წლებში ნაკლებად ექცეოდა ყურადრება.
ასევე აუცილებელია :
გარანტიები სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების კომპანიის მხრიდან
* ბინის შერჩევისას უნდა გავამახვილოთ ყურადღება როგორც შენობის ვიზუალურ მხარეზე ასევე შიდა გეგმარებაზე
* მნიშვნელოვანია ლიფტის არსებობა, კიბის და სადარბაზოს დერეფნების მოწყობა სტანდარტების მიხედვით
* მნიშვნელოვანია ასევე ბინის კონფიგურაცია და არამარტო ფართი, ყურადღება მისაქცევია ბინაში მზის შეღწევადობაზე .
* პრიორიტეტულია როდესაც ბინა ნათელი და გამჭოლია
* ასევე მნიშვნელოვანია ის ტექნიკური დეტალები როგორიცაა ბინის გადაკეთების ვარიანტები, საკომუნიკაციო დანადგარებისა და შახტების მდებარეობა.
საპროექტო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ბინის შეძენის მსურველები ყურადღებას ამახვილებენ არის თუ არა იმ უბანში სადაც ახალი კორპუსი შენდება, სკოლა, საბავშვო ბაღი, სააფთიაქო ქსელები სუპერმარკეტი და კვების ობიექტები
ბინის ყიდვის დროს ასევე პრიორიტეტულია :
* ღირებულება
* სართული
* ხედი
* აივანი-ტერასა
* მდებარეობა/უბანი
* მიმდებარე ტერიტორია