გიორგი ბეგაძემ ახალშობილები მოინახულა.

2017-01-04 19:58:56

რუსთავის #30 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე „კლინიკა რუსთავს“ ესტუმრა. დეპუტატმა 2017 წელს დაბადებული ახალშობილები მოინახულა და მათ მშობლებს ახალი წელი მიულოცა. გიორგი ბეგაძემ ახალშობილების დედებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.