განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მე-12 კლასის მოსწავლეების მიერ სკოლაში გაცდენილი გაკვეთილების საათებს ამ წლის 24 აპრილიდან აღარ დაიანგარიშებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს უფლება აქვთ გაკვეთილებს აღარ დაესწრონ და ე.წ. თავისუფალი დასწრებით ისარგებლონ.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს 2018 წლის 24 აპრილიდან 18 მაისის ჩათვლით გაცდენილი საათები – "არები" არ უანგარიშდებათ. თუმცა, ამ პერიოდში, მათთვის სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს.
მე-12 კლასელებისთვის წელს სწავლა 18 მაისს დასრულდება.