ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში. "ოპელის" მარკის ავტომანქანის მძღოლი სავარაუდოდ მანქანის მართვის დროს ცუდად გახდა, რის გამოც საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ ფეხით მოსიარულეებს შემდეგ კი ავტომანქანას დაეჯახა. ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა აქედან 4 არასრულწოვანია. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ავერსის მარნეულის კლინიკაში გადაიყვანა. როგორც კლინიკის კლინიკური მენეჯერი აცხადებს ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და ისინი დამატებით სამედიცინო გამოკვლევების მიზნით კვლავ კლინიკაში რჩებიან. ავარიის დროს რუსთაველის ქუჩაზე 5 ავტომობილი დაზიანდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას მარნეულის ტელევიზია ავრცელებს.
ავტორი: ნინა პარუნაშვილი