ინფორმაცია პარკირების შესახებ

2018-04-10 14:47:19

მოსახლეობას პარკირების შესახებ ინფორმაციის მიღება საიტზეTP.GE შეუძლია, სადაც განთავსებული იქნება ცხელი ხაზის ნომერი.

პირველ ეტაპზე საპარკინგე სადგურები დედაქალაქში იგივე რაოდენობით და იგივე ადგილზე იქნება განთავსებული. 

"დღეიდან თბილისის პარკირების სისტემას უზრუნველყოფს თბილისის სატრანსპორტო კომპანია. დილიდან გასულია ჯგუფი, რომლებიც უზრუნველყოფენ საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობას. შუადღიდან გამოჩნდებიან კონტროლიორ-ინსპექტორები, რომლებიც იქნებიან აღჭურვილი შესაბამისი უნიფორმით და ტექნიკური საშუალებებით და ყურადღებას მიაქცევენ, თუ რამდენად სწორად არის განთავსებული მანქანა პარკირების ადგილზე, ექვემდებარება დაჯარიმებას თუ გადაყვანას საჯარიმო სადგურზე. პირველ ეტაპზე საპარკინგე ადგილები იგივე რაოდენობით და იგივე ადგილზე იქნება განთავსებული, რომ არ მოხდეს გაურკვევლობა და არ შეიქმნას დისკომფორტი მძღოლებისთვის. ჩვენი პირველი დავალებაა, მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში მოეწყოს საპარკინგე ადგილები და შესაბამისობაში მოვიდეს სტანდარტებთან, პარალელურად მიდის მუშაობა, რომ თბილისში საპარკინგე ადგილები გაიზარდოს. რაც შეეხება ჯარიმების და პარკირების საფასურის გადახდას, ნებისმიერ მსურველს ჩვენს ვებ-გვერდზე შეუძლიათ მოიძიონ ეს ინფორმაცია ასევე, ჯარიმები და პარკირების საფასური გადაიხადონ ნებისმიერი ბანკის ან სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით. ჯარიმების რაოდენობა არც იზრდება და არც მცირდება" - განაცხადა სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა კობახიძემ.