"რუსთავსერვის ცენტრი" რუსთავის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიას, მისასვლელ გზას და სასაფლაოების ფერდობს ასუფთავებს. დასუფთავების სამუშაოებში რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობენ, რომლებსაც ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები გააქვთ.
როგორც სამსახურში აცხადებენ, დღის განმავლობაში მოხდება სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიიდან ნარჩენების გატა, ამისთვის რუსთავსერვის ცენტრმა 4 ნაგამზიდი მანქანა გამოყო, რაც ხელს შეუწყობს დასუფთავების სამუშაოების ეფექტურ შესრულებას.