რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდება

2018-04-10 11:18:18

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. 2018 -2019 სასწავლო წლისათვის საჯარო სკოლებში რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდება:

I ეტაპი: 2018 წლის 10 აპრილიდან – 27 აპრილის ჩათვლით. რეგისტრაცია განხორციელდება საჯარო სკოლაში.
რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში, რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია, რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

I ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში,
2018 წლის 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით.

II ეტაპი – საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც დაიწყება 2018 წლის 8 მაისს და გაგრძელდება 8 ივნისის ჩათვლით.
რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე.

II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი: 2018 წლის 2 ივლისიდან – 16 ივლისის ჩათვლით. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის  საფუძველზე.