ხანძარი რუსთავში [video]

2018-04-09 22:40:03

რუსთავში, თბილისის ქუჩაზე ძლიერი დაკვამლიანება იყო. ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი გამოიძახეს. თავდაპირველად გაურკევევლი იყო რამ გამოიწვია დაკვამლიანება, მეხანძრეებმა სახლის სახურავი შეამოწმეს თუმცა იქ საეჭვო კერები არ აღმოჩნდა. რამდენიმე წუთში გაირკვა რომ ცეცხლი კედელში, ხეებს ჰქონდა გაჩენილი (შეგახსენებთ რომ აღნიშნულ კორპუსებს ფიცრების და ბათქაშის კედლები აქვს რომელსაც ტკეჩს ეძახიან). მეხანძრეება საცხოვრებელ კორპუსში ელექტრო ენერგიის გათიშვის შემდეგ დროულად მოახდინეს ცეცხლის ლიკვიდაცია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ გაუმართავი ელექტრო სადენები დასახელდა. ნახეთ ვიდეო.