ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შემთხვევები

2018-04-09 19:38:17

სააღდგომო დღესასწაულთან ერთად მატულობს საკვებითა და ალკოჰოლით ინტოქსიკაციის შემთხვევები. 9 აპრილი მართლმადიდებლური კალენდრით მიცვალებულთა მოხსენიების დღეა.

რუსთავში ამ დღეს ალკოჰოლით ინტოქსიკაციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავში" განუცხადეს, ამ დროის მონაცემებით, მთელი დღის განმავლობაში ალკოჰოლით ინტოქსიკაციით 4 პაციენტი მიიღეს, კვებითი ინტოქსიკაციის შემთხვევა კი არ დაფიქსირებულა. კვებითი ინტოქსიკაციით არ მიუღია პაციენტები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოსაც, ხოლო ალკოჰოლით მოწამვლით საავადმყოფოში დღეს 2 პირი მიიღეს.

რაც შეეხება აღდგომის დღეს, "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გუშინ 50-მდე მოქალაქეს ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზით მიღების მიზეზით ადგილზე გაეწია დახმარება, მათგან კი 4-ს დასჭირდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ათივე შემთხვევიდან მწავავე ხასიათის არცერთი არ იყო და პაციენტები უკვე გაწერილები არიან.