საწვავი ყველა ბენზინგასამართ სადგურზე გაძვირდა.

2017-01-04 17:52:51

საწვავი ისევ ძვირდება. რუსთავის ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასი კიდევ 15 თეთრითაა გაზრდილი. საწვავის ფასის მატება ლარის კურსის ცვლილებასთან ერთად 1 იანვარს ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაზრდამაც გამოიწვია. კერძოდ, 1 ტონა ბენზინზე აქციზის გადასახადი 250-დან 500 ლარამდე გაიზარდა. ამ დროისთვის ბენზინი მინიმალურ ფასად 1.95 ლარადაა შესაძლებელი, მაქსიმალური ღირებულება კი 2.35 ლარია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საწვავის ფასმა 35 თეთრით მოიმატა. აღსანიშნავია ისიც, რომ 28 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე  55,91 (- 0,18) აშშ დოლარი შეადგინა.  ნიუ-იორკში კი  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე  53,47 (-  0,43) აშშ დოლარია.