დაპირისპირება რუსთავის სასაფლაოზე [VIDEO]

2018-04-09 18:35:08

რუსთავის სასაფლაოზე მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, გაჩიანის მოსახლეობისთვის გამოყოფილ სასაფლაოზე, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან დაკრძალული, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ეთნიკურად ქართველი მამაკაცი გადავიდა, მის ქმედებას კი საფლავზე მყოფი ახალგაზრდების გაღიზიანება მოჰყვა, რაც სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

"იყო ვიღაც ნასვამი შესული სასაფლაოებში, ადგილობრივმა (გაჩიანის) ახალგაზრდებმა გააფრთხილეს, რომ არ შესულიყო, არაკულტურულ რაღაცებზე იყო საუბარი და ჩხუბი მოხდა ახალგაზრდებს შორის. შემდეგ მობილიზებული იყო პოლიცია და დაწყნარებულია სიტუაცია", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რაფი ორუჯოვმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

სიტუაციის განმუხტვა სასაფლაოს ტერიტორიაზე მყოფმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოახერხეს. ნახეთ ვიდეო.