მუნიციპალიტეტის შენობა აშენდება

2018-04-09 11:35:56

რუსთავში მუნიციპალიტეტის შენობა აშენდება. რჩეულიშვილის ქ.18-ში განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მუნიციპალიტეტის შენობის მოწყობისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 160.947 ლარია გამოყოფილი.

არსებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის შენობა დღევანდელთან შედარებით მრავალფუნქციური იქნება. სერვისის გაუმჯობესებისა და განვითარების კუთხით, ქალაქის თვითმართველობა გეგმავს, შენობები ინფრასტრუქტურულად განსხვავებული და სერვისი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შესაბამისი სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღის განმავლობაში უნდა შეასრულოს.