ხანძარი VII მიკრო-რაიონში, ცეცხლი "ჰონდა"-ს მარკის ავტომობილს მოულოდნელად გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ავტომობილის უცხო ქვეყნის მოქალაქე "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს რომ მან მანქანა ეზოში დატოვა და სახლში ასვლას აპირებდა რა დროსაც დაახლოებით 3 წუთში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა დროულად მოახერხეს. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გაუმართავი ელექტრო სადენები დასახელდა. ნახეთ ვიდეო.