ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, ორთაჭაალაში, გაზგასამართ სადგურზე მოხდა, ერთმანეთს "ბე ემ ვე"-ს და "მერსედესი"-ს ავტომობილები დაეჯახნენ. არსებული ინფორმაციით სადგურზე გაჩერებულ ავტომობილს მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა დაეჯახა, რომელიც შემდეგ უკვე ინერციით იმ პუნქტს შეეჯახა საიდანაც ავტომობილების აირით დატუმბვა ხდება. ადგილზე მობილიზევული იყო საპატრულო, სასწრაფო დახმარების და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა, 4 ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა მათი გადაყვანა კლინიკებში მოახერხეს. პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პირველადი ინფორმაციით გარდაცვლილის ოჯახი რუსთავში ცხოვრობს, დეტალებს ვაზუსტებთ. ნახეთ ვიდეო.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიდმინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია."