შემთხვევა რუსთავში შარტავას გამზირზე მოხდა

2018-04-08 12:47:43

რუსთავში, შარტავას გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში წყლის გამათბობელი აფეთქდა. შემთხვევის დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.

როგორც სოკარ ჯორჯიაში ინფო რუსთავს განუცხადეს, წყალგამაცხელებელი არასწორად იყო დამონტაჟებული. კომპანიის წარმომადგენლებმა დანადგარი დალუქეს.