წერილი ინფო რუსთავს

2018-04-07 19:04:12

ინფო რუსთავს #20 მიკრო-რაიონში მცხოვრები დაუკავშირდა და პრობლემის მოგვარებაში დახმარება სთხოვა. ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"გამარჯობათ, თქვენ გვერდზე ვნახე ვიდეო ავტოფარეხებს როგორ იღებდნენ. იქნებ მე-20 მიკრო-რაიონშიც მოგვაქციოთ ყურადღება, ეზოში ბავშვებს სათამაშო ადგილი აღარ აქვთ. არა მარტო გარაჟები  #18,#19,#20 ნომერი ბინის მიმდებარე ტერიტორიაზე უხეშად რომ ვთქვათ ლოთებისთვის საბომჟეთია გახსნილი, თვითნებურად შემოღობეს და მთელი ღამე ლანძღვა გინების მეტი არაფერი არ გვესმის. ბატონი ტაბაღუაც იყო წინასაარჩევნოდ მოსული და მოისმინა ხალხის აზრი, ამ (ბესეტკასთან )დაკავშირებით, მაგრამ დღემდე ყურადღება არავის მოუქცევია. მოსახლეობის თხოვნით იქნებ მოახდინოს ვიმემ რეაგირება."