მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

2018-04-07 15:36:04

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III გამოიტანა. თბილისის დროით პატრიარქი აღდგომის ტაძარში, უფლის საფლავზე 15:13 საათზე შევიდა, რის შემდგომაც საფლავი დაიხურა.  მანამდე პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა გაჩხრიკეს.ზეციური ცეცხლი საფლავზე ზუსტად 15:17 საათზე გადმოვიდა.

მაცხოვრის საფლავი იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში მდებარეობს. ტაძარი IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა. გადმოცემის თანახმად, აქ იესო ქრისტე ჯვარს აცვეს და შემდეგ აღდგა.

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ.