"თქვენი რწმენა სამარხვო კატლტებზე და მერე ხორცის ჭამის მოლოდინზე დგას"

2018-04-07 14:17:20

ნინია კაკაბაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს და მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება - "ზუსტად ვერ გავიგე ჩემი არჩევის გამო ბოდიშებს რატომ იხდიან, ისევ გედი თუ გამაგებინებს. ჰოდა იმან თქვა: "პატრიარქის და მართლმადიდებლობის მაგინებელიო...

არავის მე არ ვაგინებ, მხოლოდ ვაკრიტიკებ. მართლმადიდებლობას და ქრისტიანობას არაფერს ვერჩი და მხოლოდ ვწუხვარ, რომ თქვენნაირმა ადამიანებმა არაფერი იციან ქრისტიანობის შესახებ. ვაკრიტიკებ მარიამ ჯაშის ტიპის ფარისევლებს და ყოველთვის გავაკრიტიკებ. ვაკრიტიკებ ეკლესიას და პატრიარქს, რადგან ისინი არიან ამ ფარისევლური საზოგადოების შემქმნელებიც და პატრონებიც. ჰოდა ახლა ჩემზე ნუ მოცდებით, მალე ორშაბათია, ბევრი ხარ-კამეჩი გაქვთ შესაჭმელი, ეკლესიის მოწოდებით რომ დაკლავენ. თქვენი რწმენა ხომ ამაზე დგას სამარხვო კატლტებზე და მერე ხორცის ჭამის დღის მოლოდინზე."

შეგახსენებთ რომ ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად აირჩიეს, რის გამოც გედევან ფოფხაძემ განაცხადა რომ უმრავლესობას ტოვებს, ხოლო დეპუტატებმა მარიამ ჯაშმა და თამაზ ნავერიანმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა.