შეზღუდვა გზებზე რუსთავში

2018-04-07 12:33:44

მიმდინარე წლის 8 და 9 აპრილს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ტრანსპორტის შეუფერხებელი და უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით, რუსთავის სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდება. უფრო კონკრეტულად: სასაფლაოების მიმართულებით ავტომანქანები შემდეგი მარშრუტებით იმოძრავებენ -11 მიკრო-რაიონიდან (დ.აღმაშენებლის გამზირი) მიმავალი ავტომანქანები გაივლიან ე.წ ახალ ხიდს და ავლენ ახალ სასაფლაოებზე, მძღოლს ავტომობილის მობრუნება მხოლოდ ახალი სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე შეეძლება. იგივე მარშრუტით იქნება შესაძლებელი ქალაქში დაბრუნება.

როგორც ახალ ასევე ძველ სასაფლაოებთან ავტომანქანით მისვლა შესაძლებელი იქნება დავით გარეჯის ქუჩის გავლითაც. თუმცა აღნიშნულ ქუჩაზე ავტომანქნაები უკან ვეღარ დაბრუნდებინ, რადგაც შეზღუდვები დაწესდა. მძღოლები ძველ რუსთავში დაბრუნებას 11 მიკრო-რაიონის (სანაპიროს ქუჩა) გავლით შეძლებენ.

იგივე მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

საცობის შემთხვევაში ავტომანქანები რუსთავში დაბრუნებას გაჩიანის გავლით შეძლებენ. ინფორმაციას საგზაო მოძრაობის შესახებ რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახურის ტრანსპორტის განყოფილება ავრცელებს.