ინფო რუსთავის ინფორმაციით გარდაბნის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და მისმა სამმა მოადგილემ 2017 ბოლოს, ხელფასთან ერთად იგივე ოდენობის პრემია და დანამატი 20 დღეში 2- ჯერ აიღეს. გამოდის, რომ მერად წარდგენიდან რამდენიმე დღეში გარდაბნის მერმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში დაახლოებით 16 000 ლარი მიიღო, ხოლო მისმა 3-მა მოადგილემ ასევე 20 დღეში 2 ჯერ მიიღეეს პრემია-დანამატი. თითო მოადგილეს კი 14 000 ლარი შეხვდა. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ,საინფორმაციო სააგენტო ინფო რუსთავმა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის მიზნით, გარდაბნის მერიას ოფიციალური წერილით მიმართა.
მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ვკითხულობთ, რომ სამსახუროებრივი სარგოსა და პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაცია შეგვიძლია ვნახოთ declaration.gov.ge-ზე. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საიტზე, განთავსებულია საჯარო პირების ქონებრივი დეკლარაციის შესახებ ინფორმაცია და არა ყოველთვიური პრემია - დანამატების შესახებ.
რამდენი ლარის პრემია და დანამატი გაიცა გარდაბნის მერიაში გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში - ამას გარდაბნის მერი რამაზ ბუდაღაშვილი მალავს.
არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გარდაბნის მერიის წერილს აფასებენ და აცხადებენ, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის 30, 38, 40 მუხლის საფუძველზე მერია ვალდებულია იმავე ფორმით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რა ფორმითაც მოითხოვეთ .საიტის მითითება, როგორც ეს გარდაბნის მერიის წერილშია აღნიშნული ეჭვს ბადებს, რომ შესაძლოა მათ სურდეთ ინფორმაციის დამალვა, რაც დანაშაულია. ეს არ არის საიდუმლო ინფორმაცია, და ამ ინფორმაციის გაცემას საჯარო მოსამსახურეს კანონი ვალდებულებს.
რა დამსახურებისთვის მიიღეს გარდაბნის მერიაში 20 დღეში 2-ჯერ თანამდებობის პირებმა დანამატები და პრემიები უცნობია.