თბილისში, სანაპიროს ქუჩაზე მამაკაცი ელექტროგადამცემ ანძაზეა ასული და თვითმკვლელობით იმუქრება. ადგილზე სამაშველო სამსახურის, სასწრაფო სამედიცინო და საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. მაშველები სპეციალურ სამაშველო ლეიბს შლიან რათა მამაკაცმა ანძიდან გადმოხტომა მოახერხოს. არსებული ინფორმაციით მამაკაცი მოითხოვს მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას.
მამაკაცი რამდენიმე წამის წინ სამაშველო ლეიბზე გადმოხტა, რის შემდეგაც ექიმებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟში გადაიყვანეს.