ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

2018-04-06 16:33:04

ბათუმში, საზღვაო ჰოსპიტალის სტაციონარიდან, 6000-მდე ამპულა ნარკოტიკული საშუალება დაიკარგა. ინფორმაციას კლინიკაშიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ გამოძიების დაწყების შემდეგ, კლინიკის ორი თანამშრომელი სამსახურში არ გამოჩენილა. ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან ნარკოტიკების დაკარგვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 269-ე მუხლით დაიწყო დაიწყო, რაც ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევას გულისხმობს.

ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.