ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა

2018-04-06 15:00:19

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გადრდაიცვალა. ხონის რაიონში საკუთარი საცხოვრებელი სახლის შესასვლელთან 40 წლამდე მამაკაცს სამედიცინო დახმარების ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო დახმარების ავტომანქანას გზაზე ცხენი გადმოუხტა, მძღოლმა საავარიო სიტუაციის თავიდან აცილება ვერ მოახერხა და კაცს დაეჯახა.

ავტომანქანა სამტრედიის რაიონის საავადმყოფოს კატასტროფის ცენტრს ეკუთვნის.

 შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.