რუსთავში, კერძოდ #12 მიკრო-რაიონში ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა შეფერხებულია. საცობი ფიქსირდება ე.წ სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაზრის უკანა შესასვლელთან. როგორც მძღოლები აღნიშნავენ, ბაზარში განსაკუთრებული ხალხმრავლობა შეიმჩნევა, და შეზღუდული მოძრაობის მიზეზიც სწორედ ეს არის. მოძრაობის განმუხტვას საპატრულო პოლიცია ცდილობს.