წითელი პარასკევი ყველაზე მძიმე დღეა კაცობრიობის ისტორიაში, თუმცა მართმადიდებლების გარკვეულ ნაწილს დღევანდელი დღის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, შესაბამისად ერთმანეს წითელ პარასკევს ულოცავენ და მისალოც ბარათებს უგზავნიან. მილოცვები განსაკუთრებით აქტუალური სოციალურ ქსელშია.
საკითხთან დაკავშირებით ინფო რუსთავი დეკანოზ პაატა თავართქილაძეს ესაუბრა.
"დღეს არის ყველაზე საშინელი ტკივილის დღე კაცობრიობის ისტორიაში, ეს არის მსხვერპლშეწირვის დღე და წირავენ ისეთი ტკივილით და იმდენად გამოკვეთილი ტანჯვა-წამებით, რომ ამაში მისაცოლი ნამდვილად არაფერი არ არის.
ეს არის სპეციალურად შემოგდებული თემა, რომ გააყალბონ დღევანდელი დღე. დღეს დიდი გლოვის დღეა" - განაცხადა რუსთავის წმ.მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა.