მერიის რეკომენდაცია ობიექტების მეპატრონეებს

2018-04-06 11:37:09

XI მიკრო-რაიონიდან სასაფლაოებისკენ მიმავალ გზაზე, მიმდებარედ არსებული სხვადასხვა ტიპის ობიექტების მეპატრონეებს ქალაქის ზედამხედველობის სამსახურისგან შენიშვნა მიეცათ. ობიექტების მეპატრონეებმა თვითმმართველობის რეკომენდაცია გაითვალისწინეს და ტერიტორია კანონის შესაბამისად მოაწესრიგეს.

აღნიშნული ობიექტების იერსახე წლებია მოუწესრიგებელი იყო.