"ინფო რუსთავი" დაინტერესდა მიიღებენ თუ არა სააღდგომოდ, ფულად დანამატს რუსთავის საბავშვო ბაღის თანამშრომლები. როგორც ინფო რუსთავს ბაღების გაერთიანებაში განუცხადეს, წელს ვერ მოხდა ეკონოების ხარჯზე დანამატის გაკეთება, რადგან ბიუჯეტში არ არის საკმარისი თანხა. არის გარკვეული თანხები გაერთიანების ანგარიშზე, თუმცა სამწუხაროდ, ყველას ვერ ეყოფოდა. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ამიტომ ფულად დანამატს ან ყველა მიიღებდა ან არავინ. წელს დანამატის გაკეთება ვერ მოხერხდა - განაცხადეს რუსთავის ბაღების გაერთიანებაში.
შეგახსენებთ, რომ ბაგა-ბაღების გაერთიანების რუსთავის ფილიალის ყველა თანამშრომელმა საახალწლო პრემია მიიღო. გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილის განაცხადა, რომ ეს გაწეული ეკონომიების ხარჯზე მოხდა. 116 574 ლარი ყველა თანამშრომელზე თანაბრად გადანაწილდა. აქედან გამომდინარე გაჩნდა მოლოდინი რომ შესაძლებელი იყო ფულადი წახალისება თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებითაც მიეღოთ.
აღსანიშნავია რომ „თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს" ინფორმაციით, კვირის ბოლომდე ფულად წახალისებას თბილისის ბაღების 9 300 თანამშრომელი მიიღებს. ამ მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 1,180 მლნ ლარია გათვალისწინებული.