ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, ქვემო ქართლის რეგიონის მასშტაბით მოღვაწე წარმატებული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები დააჯილდოვა.
შეხვედრაზე იმყოფებოდა მოკრივე ლაშა გურული რომელმაც რუმინეთში მიმდინარე ჩემპიონატზე, ევროპის ჩემპიონის სტატუსი მოიპოვა. ჩემპიონატში მონაწილეობდა რუსთაველი ნიკოლოზ ბეგაძეც, რომელიც ახალგაზრდებში 2017 წლის ევროპის ჩემპიონია.
მარნეულელმა ოთარ ნავერიანმა, კი საქართველოს კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა და თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სამხარეო ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ ასევე საქართველოს 18 წლამდელთა მორაგბეთა ნაკრების წევრი ზურაბ ქავთარაძე და გიორგი კოშაძე, რომელიც რუსთავის ხარების და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია.
"მოხარული ვარ, რომ ქვემო ქართლი გამოირჩევა წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენების სიმრავლით და უკვე გვყავს ბევრი ჩემპიონი სპორტის სხვადასხვა სახეობაში. დღეს შევხვდით რამდენიმე მათგანს, რომლებმაც სულ ახლახანს ასახელეს ჩვენი ქვეყანა და რეგიონი. მადლობას ვუხდი მათ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული ასპარეზობებისთვის და ახალგაზრდა თაობებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის. ვიმედოვნებ, რომ მათი სპორტული კარიერა, მომავალში უფრო მეტად, წარმატებული იქნება და კიდევ არაერთხელ გაიტანენ საერთაშარისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის სახელს" -აღნიშნა გუბერნატორმა.