ბაქო-ასტარას ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. „MAN“-ისა და „KAMAZ“-ის ტიპის სატვირთო ავტომობილების შეჯახებისას ერთ-ერთი სატვირთოს მძღოლი 55 წლამდე მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟები. ავარიის შედეგად „MAN“-ის სატვირთო ავტომობილის ავზიდან 50 ტონა ნავთობი დაიღვარა.
მომხდარზე აზერბაიჯანის საგზაო პოლიციამ გამოძიება დაიწყო.
ავტორი: ნინა პარუნაშვილი